17-18 მაისს, აჭარის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს მე-2 სასკოლო ოლიმპიადის “ნონა გაფრინდაშვილი თასის” რაიონული ეტაპი გაიმართა.
შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით და თითოეულ გუნდს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I – II კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ.
სასკოლო ოლიმპიადის ჩატარების სისტემა
სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება 3 ეტაპად:
I ეტაპი – რაიონული პირველობა. ოლიმპიური სისტემით;
II ეტაპი – რეგიონული პირველობა. ოლიმპიური ან წრიული სისტემით;
III ეტაპი – ფინალი. ოლიმპიური სისტემით.
I ეტაპის გამარჯვებულები:
- ბათუმი – შპს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
- ქობულეთი – სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის №1 საჯარო სკოლა
- ქედა – დაბა ქედის საჯარო სკოლა
- ხელვაჩაური – დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა
- ხულო – სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლა
- შუახევი – სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:






