საჭადრაკო აქტივობა ბაღის აღსაზრდელებთან

აჭარის ჭადრაკის ფედერაციასა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღმზრდელებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ♟ ოცდათოთხმეტ მუნიციპალურ საბავშვო ბაღში შეტანილია საჭირო რესურსები, რომელიც საშუალებას მისცემს აღმზრდელებს გააცნონ ბავშვებს ინტელექტუალური სამაგიდო თამაში და მისი ანბანი.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი სალომე მელია მონიტორინგის ფარგლებში საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ ნორა ფუტკარაძესთან ერთად პირადად გაეცნო აქტივობების პროცესს და სასკოლო მზაობის აღმზრდელებთან და აღსაზრდელებთან ერთად ჩაერთო ჯგუფურ თამაშობებში.