20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა!

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, (FIDE) 1924 წლის 20 ივლისს, პარიზში დაარსდა.  ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს იღებს 1966 წლიდან.

თავდაპირველად ორგანიზაცია 14 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებდა: დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ესპანეთი, იტალია, კანადა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, შვეიცარია, არგენტინა, ბელგია და იუგოსლავია.

ამჟამად,  ‘ფიდე’ 191  ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს და მთელ მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა”, 20 ივლისს, 12:00 საათიდან გაიმართება საჭადრაკო აქტივობები.