23 ოქტომბრიდან ბათუმში სტარტს აიღებს ევროპის გუნდური ჩემპიონატი

ქ. ბათუმში, 23 ოქტომბრიდან სტარს აიღებს ევროპის გუნდური ჩემპიონატი ქალთა და მამაკაცთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი ამ ღონისძიებას 20 წლის შემდეგ კვლავ მასპინძლობს. პირველად ევროპის გუნდური ჩემპიონატი ქ. ბათუმში ჩატარდა 1999 წელს.

ტურნირი ჩატარდება 5 ვარსკვლავიან სასტუმრო “შერატონში”. ორი კვირის მანძილზე, ქალაქს 600-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.

ღია ტურნირში მონაწილეობს 40 გუნდი, ქალთა ტურნირში – 32. აქედან, საქართველოს სახელით იასპარეზებს 2 გუნდი ვაჟთა შორის და 3 გუნდი ქალთა შორის.

ჩემპიონატი ჩატადება 9 ტურად, შვეიცარული სისტემით, თითოეულ გუნდი შედგება 5 სპორტსმენისგან. დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე და 30 წთ. პარტიის ბოლომდე, თითო სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

გამარჯვებული სამეული გუნდები და თითოული დაფის საუკეთესო პერფორმანსის მქონე მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით და ფულადი პრიზებით. ტურნირის საპრიზო ფონდია 32 000 ევრო.