ჭადრაკის საერთაშორისო დღე

20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა!

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, (FIDE) 1924 წლის 20 ივლისს პარიზში დაარსდა.  ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს იღებს 1966 წლიდან.

აჭარის ჭადრაკის ფედერაცია 2023 წლის 20 ივლისს ისტორიული გადაწყვეტილების გაშუქებით ხვდება! აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სრული მხარდაჭერით, ბათუმში აშენდება ულამაზესი ჭადრაკის სასახლე!