წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

7-15 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ არკოში 45-ე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 

ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 227 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ბათუმელი სპორტსმენები ირაკლი ახვლედიანი და ნოდარ ლორთქიფანიძე.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ახვლედიანმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა! ნოდარ ლორთქიფანიძე 9-დან 6.5 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ტურნირის ფარგლებში 9 ოქტომბერს ასევე გაიმართა ბლიც ტურნირი, სადაც ნოდარ ლორთქიფანიძე 7-დან 7 ქულით პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ირაკლი ახვლედიანი კი 7- დან 5 ქულით მეხუთეზე გავიდა.