წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!

წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, პოლონეთის კრაკოვში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე!

ღონისძიება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი 30 წუთი 30 წამის დამატებით.

ღია ტურნირზე ‘Cracovia 2023’- B ჯგუფში პირველ სამეული მთლიანად საქართველოს წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს!

  • I ადგილი – გიგა გოდერძიშვილო (1954) – 8 ქულა;
  • II ადგილი – გაბრიელ გაბადაძე (1865) – 6,5 ქულა;
  • III ადგილი – კესარია მგელაძე (2038) – 6,5 ქულა;

ასპარეზობაში 18 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის 2 აჭარის წარმომადგენელი იყო. კესარია მგელაძემ 6.5 ქულა დააგროვა, ხოლო ლულუ დიასამიძემ 5.5.