ჩვენებურების მორიგი მედლები საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე 12 წლამდე გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19-28 აპრილს, 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი მიმდინარეობდა საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com.

შეჯიბრებაში წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 164 სპორტსმენი. აჭარიდან მონაწილეობდა 11 მოჭადრაკე. ასპარეზობა გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი: 25+5.

12 წლამდე გოგონათა შორის ჩვენი რეგიონი ახალგაზრდებმა მორიგად ასახელეს. მარიამ ცეცხლაძემ, კესარია მგელაძემ და ლულუ დიასამიძემ 9-დან 7 ქულით II-IV ადგილები გაიყვეს. კოეფიციენტის მიხედვით II ადგილი მარიამს ერგო, III – კესარიას, ხოლო IV – ლულუს.