”ოქროს” გოგონებმა ”ვერცხლის” მედლები მოიპოვეს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის “ბუხუტი გურგენიძის თასი-2021” გაიმართა.

ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს ჰქონდა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით. 

შეჯიბრების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში წარმოდგენილი იყო 80 სპორტსმენი, მათ შორის იყვნენ ბათუმლები: მარიამ კალანდაძე და ანეტა ქედელიძე.

ჩვენებურმა ოქროს გოგონებმა ტურნირში 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს! მარიამ კალანდაძემ 12 წლამდე კატეგორიაში, ანეტა ქედელიძემ კი 10 წლამდე გოგონათა შორის!