“ჩემპიონთა მატჩის” გახსნა და პირველი ტურის შედეგები

5 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო “ლეგენდის” საკონფერენციო დარბაზში, “ჩემპიონთა მატჩის” გახსნა და პირველი ტური გაიმართა.

თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და FIDE-ს სპეციალური დავალების დირექტორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი.

ღონისძიების მთავარმა არბიტრმა აშოტ ვარდაპეტიანმა მონაწილეებს შეახსენა თამაშის წესები და ჩართო თეთრების საათები.

პირველ ტურში თეთრებით უკაინელები თამაშობდნენ. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

“ჩემპიონთა მატჩის” მეორე ტური 7 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო “ლეგენდაში” გაიმართება.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: