შეხვედრა გამარჯვებულ სპორტსმენებთან

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებთან კესარია მგელაძესთან და მარიამ ცეცხლაძესთან.

შეხვედრას უძღვებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სპორტის მესვეურებმა ნორჩ მოჭადრაკეებს მიღწეული შედეგები მიულოცევს, გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და წარმატება უსურვეს მომავალ ასპარეზობებზე.