საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-11 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართა.

ჩემპიონატი ჩატარდა 3 კატეგორიად:

  • A – ქალთა წრიული ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ფედერაციის მიერ ნომინირებულ სპორტსმენთა მონაწილეობით;
  • B – ბლიც ტურნირი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის;
  • C – ქალთა ბლიც ტურნირი ყველა მსურველის მონაწილეობით;

ქალთა წრიული ტურნირის მონაწილენი სწრაფ ჭადრაკში:

  1. ინგა ჭარხალაშვილი
  2. სოფიო ტყეშელაშვილი
  3. თინათინ ბერიძე
  4. კესარია მგელაძე
  5. მარიამ ცეცხლაძე
  6. ლულუ დიასამიძე
  7. მარიამ კალანდაძე
  8. ანეტა ქედელიძე

საბოლოო შედეგები:

Rk.SNoNameFEDRtgPts.
13WGMTqeshelashvili, SopioGEO21695
22WGMCharkhalashvili, IngaGEO22425
34Kalandadze, MariamGEO14734,5
41Mgeladze, KesariaGEO16634,5
57Tsetskhladze, MariamGEO16224
66Diasamidze, LuluGEO14923,5
78Kedelidze, AnetaGEO01,5
85WCMBeridze, TinatinGEO20020

14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის კატეგორიაში 50-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.

გამარჯვებულები 14 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. გიორგი გოგიაშვილი 7-დან 6 ქულა
  2. დემეტრე გოგიაშვილი 7-დან 5.5 ქულა
  3. რატი დიასამიძე 7-დან 5 ქულა

გამარჯვებულები 14 წლამდე გოგონათა შორის:

  1. კესარია მგელაძე 7-დან 6.5 ქულა
  2. ლულუ დიასამიძე 7-დან 5.5 ქულა
  3. მარიამ ცეცხლაძე 7-დან 5 ქულა

  ქალთა ბლიც ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად 11 მონაწილეს შორის.

დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.

საბოლოო შედეგები:

Rk.SNoNameFEDRtgPts.
11Beraia, TikoGEO10837
22Bezhanidze, PerideGEO05,5
39Tedoradze, LianaGEO05,5
43Bibileishvili, MedeaGEO04
56Gabechava, TalikoGEO04
610Tsetskhladze, NargizGEO04
711Utianskaia, SvetlanaGEO03
87Khozrevanidze, TamrikoGEO03
95Diasamidze, EteriGEO03
108Nikolaishvili, AnaGEO02
114Diasamidze, DarejanGEO01

  გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ  მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე  თასით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.

ტურნირის დახურვის ცერემონიაზე აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ ტურნირის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აჭარის სპორტის დეპარტამენტს და სასტუმრო ”ჩაოს” მოწვეულ მოჭადრაკეთა მიღების უზრუნველყოფისათვის, ასევე, მხატვარ ანა ნიკოლაიშვილს, რომელმაც ქეთევანის ოჯახს მის მიერ შესრულებული ქეთევანის პორტრეტი გადასცა საჩუქრად.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ: აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორი შოთა დავითაძე, პირველი მოადგილე ლევან ჯიოშვილი, მოადგილე ბესო აბულაძე, ვეტერან ქალთა კავშირის დირექტორი ამირან ფირცხალაიშვილი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი რავშან ბეჟანიძე.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: