ქართული დუელი მამაკაცთა პირველი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა!

ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეორე ტურში ჩვენს მამაკაცთა გუნდებს ერთმანეთთან შერკინება მოუწია. პირველმა ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 2.5-ით 1.5 დაამარცხა ახალგზარდა თაობის წარმომადგენლები. გამარჯვების ქულა გუნდს ლევან ფანცულაიამ მოუპოვა, მისი მეტოქე ნიკოლოზ კაჭარავა იყო.

ქალთა პირველმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით 3.5-ით 0.5 დაამარცხა თურქეთის გუნდი,

ქალთა მეორე ნაკრებმა  დასანანი მარცხი განიცადა რუსებთან. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, შუა თამაშის შემდეგ  ჩვენებს მოსაგები სიტუაცია ჰქონდათ, საბოლოოდ მძიმე ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით, 1.5-ით 2.5 დამარცხდნენ. აღსანიშნავია სოფიკო ხუხაშვილის კარგი თამაში და მნიშვნელოვანი გამარჯვება ვალენტინა გუნინასთან.

ქალთა მესამე ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ისრაელის გამოცდილ ნაკრებს და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით 1.5-ით 2.5  დათმო ბრძოლა.

მესამე ტურში ჩვენების მოწინააღმდეგეები იქნებიან:

მამაკაცთა სექციაში:

გერმანია – საქართველო

საქართველო 2 – კოსოვო

ქალთა სექციაში:

რუმინეთი – საქართველო

საქართველო 2 – ისრაელი

საქართველო 3 – ხორვატია