ფიდეს ონლაინ ტურნირები შშმ პირთა შორის

მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ორგანიზებით, სტარტი აიღო ონლაინ ტურნირებმა შშმ პირთა შორის, რომლებიც ჩატარდა საჭადრაკო პლატფორმაზე playchess.com

პირველი ტურნირი, ფიდეს ონლაინ თასი შშმ პირთა შორის გაიმართა 21 მაისს, 21 ივნისს კი დაიწყო პირველი ონლაინ- ჩემპიონატი ფიდეს თასი 20 წლამდე შშმ პირთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირებში საქართველოდან ასპარეზობდნენ: მარგალიტა ნათელაური, ლერი ტალიკაძე და გიორგი ყველაშვილი.