ფიდეს ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპი 2023

25 მარტს ნიუ-დელიში (ინდოეთი) სტარტი აიღო ფიდეს ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპმა.

ჩატარების სისტემა:  ტურნირი იმართება წრიული სისტემით 9 ტურად 10 მანდილოსანს შორის.

დროის კონტროლი:   90 წუთი – 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 

ფიდეს ქალთა გრან-პრი ტარდება 4 ეტაპად და მათში სულ 16 მოჭადრაკე ასპარეზობს. ყველა მათგანი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს 3 ეტაპზე.

ეტაპების საერთო ჩათვლაში გამოვლენილი საუკეთესო ორი მანდილოსანი მოიპოვებს კანდიდატთა ტურნირის საგზურს.

მიმდინარე ტურნირის მონაწილენი:

აღსანიშნავია, რომ გრან-პრის მესამე ეტაპში საქართველოს 2 სპორტსმენი წარმოადგენს: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი!