ფიდეს ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპის შედეგები

25 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით, ნიუ-დელიში (ინდოეთი) ფიდეს ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპის ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრება წრიული სისტემით 10 მანდილოსანს შორის 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი – 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 

მესამე ეტაპზე 2 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. ნანა ძაგნიძე (9-დან 3.5 ქულა); ნინო ბაციაშვილი (9-დან 3.5 ქულა).

პირველი ადგილი 9-დან 6 ქულით სამმა მონაწილემ გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ოქროს მედალი ფიდეს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა გორიაჩკინას ერგო, ვერცხლი – ყაზახეთის წარმომადგენელ ასაუბაევა ბიბისარას და ბრინჯაო- ჩინელ ჟუ ჯინერს.

მესამე ეტაპის საბოლოო პოზიციები: