ფიდეს ონლაინ მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 10 -18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

ჭადრაკის პოპულარობის მასობრივი ტალღა გრძელდება. ფიდეს ონლაინ მსოფლიოს ჩემპიონატში 10-18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის 114 ქვეყნის წარმომადგენელი 1380 ახალგაზრდა მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას.

საჭადრაკო პლატფორმა tornelo.com ღონისძიებას 27 ნოემბრიდან – 23 დეკემბერის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირი დაყოფილია 2 ეტაპად, I – კონტინენტალური შესარჩევი ეტაპი და II – ფინალური ეტაპი, სადაც უკვე ყველა კონტინენტის 4 გამარჯვებული + ფიდეს 4 ნომინანტი ნოკაუტ სისტემით შეეჯიბრებიან ერთმანეთს. დროის კონტროლი: კონტინენტალურ შესარჩევ ეტაპზე 10+3, ფინალში – 15+10.

ჩემპიონატი როგორც ჭაბუკში, ასევე გოგონებში ხუთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებადაა დაყოფილი: 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე.

კონტინენტალური შესარჩევი ეტაპები:

  1. აფრიკა – 28-30 ნოემბერი
  2. ამერიკა – 2-4 დეკემბერი
  3. ევროპა – 7-9 დეკემბერი
  4. აზია – 11-13 დეკემბერი

ფინალი: 19 – 23 დეკემბერი

მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ფიდეს პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და ფიდეს ვიცე-პრეზიდენტს აკაკი იაშვილს ტურნირის მხარდაჭერისთვის. “ვიმედოვნებთ, რომ ამ ღონისძიებით აღფრთოვანებული იქნება ყველა მონაწილე, ყველა მოთამაშეს ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ”.

ტურნირში საქართველოდან მონაწილეობას იღებს 18 მოჭადრაკე, აღსანიშნავია, რომ აქედან 2 აჭარის წარმომადგენელია.

მონაწილეთა სია:

  1. ანდრია კვირიაშვილი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  2. გაბრიელ გაბადაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  3. დათა კალაბეგაშვილი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  4. დავით თათვიძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  5. ლუკა კილაძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  6. დავით ნემსაძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  7. ვასიკო შაპოვალოვი (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  8. ნიკოლოზ კაჩარავა (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  9. აკაკი ყალიჩავა (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  10. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (18 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  11. კესარია მგელაძე (10 წლამდე გოგონათა შორის)
  12. ანასტასია კირთაძე (12 წლამდე გოგონათა შორის)
  13. მარიამ გვათუა (12 წლამდე გოგონათა შორის)
  14. ლიზი ქონიაძე (14 წლამდე გოგონათა შორის)
  15. ნია დონღვანი (16 წლამდე გოგონათა შორის)
  16. დიანა ლომაია (16 წლამდე გოგონათა შორის)
  17. ელენე წოწონავა (16 წლამდე გოგონათა შორის)
  18. ეკატერინე ფიფია (18 წლამდე გოგონათა შორის)