ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპი

16-28 მაისს, ნიქოზიაში მიმდინარეობს ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპის გათამაშება ქალთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში ორი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

ფიდეს ქალთა გრან- პრის სერიაში სულ 16 მონაწილეა და სავალდებულოა ოთხი ეტაპიდან სამის თამაში. სამი ტურნირის ჯამში ნაჩვენები შედეგით კი გამოვლინდება გამარჯვებულები. პირველ ადგილზე – 160 ქულაა განკუთვნილი, მეორეზე -130, მესამეზე – 110 და ა.შ.

თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 ათას ევროს შეადგენს, სადაც გამარჯვებულს წილად ხვდება 15 000.

ნანა ძაგნიძისთვის ეს მესამე ეტაპია. მან პირველი ეტაპი გამოტოვა, მეორეში მესამე ადგილი დაიკავა და 160 ქულით საერთო ჩათვლაში ჯერჯერობით მეშვიდე ადგილზეა.

ტურნირში ქართველი მოჭადრაკეების გარდა მონაწილეობენ:

  • ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია)
  • ტან ჩჟუნი (ჩინეთი)
  • ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
  • ბიბისარა ასუბაევა(ყაზახეთი)
  • გუნაი მამედზადე (აზერბაიჯანი)
  • დიანა ვაგნერი (გერმანია)
  • ოლივია კიობასა (პოლონეთი)
  • ალექსანდრა გორიაჩკინა (ფიდე)
  • ეკატერინა ლაგნო (ფიდე)
  • პოლინა შუვალოვა (ფიდე)