უპრეცენდენტო პროექტი მწვრთნელებისთვის!

20 დეკემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში მწვრთნელთა კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მწვრთნელებს 2020 წლიდან დაგეგმილი უპრეცენდენტო პროექტი წარუდგინა.

7-14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის 2019 წლის საერთო სპორტული შედეგების შეჯამების შედეგად გამოვლენილ 11 საუკეთესო მწვრთნელს ერთი წლით დაენიშნება სოლიდური სახელფასო დანამატი!

ფედერაციაში, დარწმუნებულები არიან, რომ მწვრთნელთა წახალისების პროგრამა დიდი სტიმული იქნება სხვა მწვრთნელებისთვისაც. ვინაიდან, მხოლოდ სპორტული შედეგების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი პროექტში მოხვედრა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2019 წლის წარმატებულ მწვრთნელთა თერთმეტეულში II ადგილზე აჭარის რეგიონის წარმომადგენელი ლეონიდ ნეურონოვია!  

კონკურსის 21 კაციან სიაში, მეორე ბათუმელი მწვრთნელი, გიორგი ჭანტურიაც მოხვდა, რომელმაც 17-20 ადგილები გაიყო.

2019 წლის მწვრთნელთა ქულები მოსწავლეთა შედეგების მიხედვით:

ადგილისახელი, გვარიქალაქიქულა
1ნიკოლოზ მანაგაძექუთაისი250
2ლეონიდ ნეურონოვიბათუმი160
3ნონა ჭეფხოძექუთაისი92
4სოსო კვირიაშვილითბილისი65
5დავით ზარქუათბილისი60
6გიორგი ტყეშელაშვილიქუთაისი30
7-11რამაზ ენდელაძებაღდათი20
7-11გოჩა ჩაჩუაფოთი20
7-11ოთარ დოლიძეგორი20
7-11გია ჭუმბურიძეთერჯოლა20
7-11გიორგი მაჭარაშვილითბილისი20
12გოჩა თორიათბილისი13
13-15მზია წერეთელითბილისი10
13-15თამარ ხმიადაშვილითელავი10
13-15გიორგი მენაბდექუთაისი10
16მადონა ბოკუჩავაზუგდიდი8
17-20გია ქიტესაშვილიგურჯაანი5
17-20გიორგი ხომერიკითბილისი5
17-20ვანო მინდორაშვილიგურჯაანი5
17-20გიორგი ჭანტურიაბათუმი5
21დიტო მაღალაშვილიგორი3