უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვა ორმა ბათუმელმა მოჭადრაკემ

დასრულდა საქართველოს ვაჟთა 79-ე და ქალთა 77-ე ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის შესარჩევი ტურნირები – I ლიგა.

ვაჟთა I ლიგის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა ბათუმელი ფიდეს ოსტატი – ირაკლი ახვლედიანი. მან 9 ტურიდან 7 ქულა დააგროვა და მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური.

უმაღლეს ლიგაში ასევე გადავიდა ბათუმელი საერთაშორისო ოსტატი – გაიოზ ნიგალიძე, რომელმაც 6.5 ქულით თორნიკე სანიკიძესთან და ნოე თუთისანთან გაინაწილა II-IV ადგილი. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლით IV ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარიდან ასპარეზობდა 5 სპორტსმენი, 3 ბიჭი და 2 გოგო:
ნოდარ ლორთქიფანიძემ 5 ქულით IX ადგილი დაიკავა, ნატა ჯიბუტი 4,5 ქულით XIII ადგილზე გავიდა, სოფია ანთიას კი – 4 ქულით XIV ადგილი ერგო.