სასწავლო – საწვრთნელი სემინარები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ჭაბუკთა შორის მსოფლიოს თასის ონლაინ ჩემპიონატის მონაწილეებისთვის სასწავლო-საწვრთნელი სემინარები ტარდება. ივლისის პირველ კვირეულს მოწვეული პედაგოგი საერთაშორისო დიდოსტატი დავით ზარქუა ხელმძღვანელობდა, მომდევნო სემინარებს კი ბათუმელი საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე გააგრძელებს.

ჭაბუკთა შორის მსოფლიოს თასის ონლაინ გათამაშებაზე აჭარიდან მონაწილეობას მიიღებენ: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე, ლულუ დიასამიძე და გიორგი გოგიაშვილი.