ჩემპიონთა მატჩი

მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ‘FIDE’ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-11 ივნისს, ბათუმში ”ჩემპიონთა მატჩი” გაიმართება.

ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს და უკრაინის ქალთა ნაკრების წევრები. მერი არაბიძე შეხვდება ანა მუზიჩუკს, ნინო ბაციაშვილი კი მარია მუზიჩუკს.

თამაშები გაიმართება 5,6,7,9,10,11 ივნისს. 8 ივნისს მონაწილეები დაისვენებენ. მატჩი გაიმართება სასტუმრო “ლეგენდა”-ში, დასაწყისი 15:00 სთ.

ღონისძიების ტექნიკურ შეხვედრაზე მონაწილეებს მიესალმნენ და ტექნიკური დეტალები გააცნეს ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა და მთავარმა მსაჯმა აშოთ ვარდაპეტიანმა.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცედურა ორიგინალური ფორმით გაიმართა. მონაწილეებს უნდა აერჩიათ შეფუთული ღვინის ბოთლი. თეთრი ღვინის ბოთლი – თეთრი ფიგურების ნიშანი იყო, ხოლო წითელი ღვინის ბოთლი შავი ფერის.?ჩემპიონთა მატჩის პირველ ტურში თეთრებით ითამაშებენ დები მუზიჩუკები.?ანა მუზიჩუკი – მერი არაბიძეს დაუპირისპირდება, ხოლო მარია მუზიჩუკი – ნინო ბაციაშვილს.

ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართება 5 ივნისს, სასტუმრო ”ლეგენდა”-ში 14:30 სთ-ზე.