სერბეთის ქალთა პირველი ლიგა

22 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, სერბეთში, სტარა პლანინას მთებში, სერბეთის ქალთა პირველი ლიგა იმართება.

ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობს, ღონისძიება წრიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს, დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე, ყოველ სხვაზე 30 წამის დამატებით.

საქართველოდან მონაწილეობს 2 სპორტსმენი: ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.

აღსანიშნავია ბათუმელი მოჭადრაკის წარმატებული ასპარეზობა, ის პირველ დაფაზე თამაშობს და აქტივში 7დან 6,5 ქულა აქვს!