სენიორების მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთში

ქ. ბუქარესტში დაიწყო რიგით 29-ე მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ-მოჭადრაკეთა შორის. საქართველოდან ასპარეზობს 6 მოჭადრაკე:

50+ წლიან მოჭადრაკეთა შორის ასპარეზობენ: ზურაბ სტურუა (2540), ნიკოლოზ მანაგაძე (2450), გიორგი ბაღატუროვი (2423) და ციალა ქასოშვილი (2033).

65+ წლიანებში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი და ვარლამ ვეფხვიშვილი.