სემინარი მწვრთნელებისთვის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-14 აპრილს 20:00 საათზე გაიმართება მწვრთნელთა სემინარი ონლაინ პლატფორმა tornelo.com–ის შესწავლასთან დაკავშირებით!

COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შეცვალა მსოფლიო საჭადრაკო ცხოვრება.
ონლაინ სივრცეში ტარდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მსოფლიოს და ევროპის
ჩემპიონატები.

ახალი გამოწვევების შესაბამისად, ჭადრაკის ფედერაცია ეხმარება მწვრთნელებს გაიუმჯობესოს თავისი ცოდნა ონლაინ სივრცეში.

სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
მწვრთნელებს.

სემინარი დაიწყება როგორც 13, ასევე 14 აპრილს 20:00 საათზე Zoom–ის შემდეგ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/81210617848?pwd=b3JtV3ZtTDNNalFQaFpGTWd3eVJXdz09

Zoom კონფერენციის იდენტიფიკატორი – 812 1061 7848; წვდომის კოდი – 320 209.