საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი – 2023“

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-21 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე კატეგორიებში ღია საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი – 2023” გაიმართება.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.

ფესტივალი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

  • 8 წლამდე ღია ტურნირი (2015 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 10 წლამდე ღია ტურნირი (2013 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 12 წლამდე ღია ტურნირი (2011 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 20 წლამდე ღია ტურნირი (2003 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალზე სამართლიანი თამაშის წესების დაცვა რეგულირდება დანართი 1 – ით.

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორიის ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული
სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის
დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემასა და დროის კონტროლს განსაზღვრავს
ორგანიზატორი.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს თავიანთ რეგიონალურ ფედერაციაში გადახდილი უნდა ჰქონდეთ წლიური საწევრო თანხა (24 ლარი).

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/GK9kFfZJg6Y6i4L5A

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 13 აგვისტო, 19:00 სთ.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 599 069497, 558 410904

სატურნირო შესატანი:

13 აგვისტოს 19:00 საათამდე 40 ლარი.

რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ტურნირის დაწყებამდე – 50 ლარი.

სოციალურად დაუცველი და შშმ პირები გათავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან.

სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
საინდ. კოდი: 245424704 ს.ს.“საქართველოს ბანკი“
ანგარიშის № GE95BG 0000 000 363 099 200

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ფესტივალის განრიგი:

ტური დ ღ ედრო
ჩამოსვლის დღე14 აგვისტო
 გახსნა15 აგვისტო14:00
I ტური15 აგვისტო15:00
  II ტური16 აგვისტო14:00
  III ტური17 აგვისტო14:00
  IV ტური18 აგვისტო14:00
  V ტური19 აგვისტო14:00
რეიტინგ ტურნირი
ელვისებურ ჭადრაკში
8,10,12 წლამდე კატეგორიებში
19 აგვისტო17:00
  VI ტური20 აგვისტო14:00
ღია რეიტინგ ტურნირი
ელვისებურ ჭადრაკში
20 აგვისტო17:00
  VII ტური21 აგვისტო12:00
დახურვა21 აგვისტო16:00

პრიზები:

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დაჯილდოვდება გამარჯვებული ხუთეული, ასევე, გამოიყოფა
საუკეთესო 3 ადგილი გოგონათა შორის. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და
ფასიანი საჩუქრით, აგრეთვე პირველი სამეული – მედლით, ჩემპიონები კი – თასით;

  • თუ გოგონა დაიკავებს საპრიზო ადგილებს როგორც ღია, ასევე გოგონათა კატეგორიაში, მას
    გადაეცემა უმაღლესი ადგილის პრიზი.
  • ტურნირის განმავლობაში გაიმართება საჭადრაკო ვიქტორინა და დაწესებული იქნება სხვადასხვა
    სპეციალური პრიზები;
  • პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.

მწვრთნელთა კონკურსი:

მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ტურნირებში
თამაშობდეს მინიმუმ მისი 3 მოსწავლე და მწვრთნელი იმყოფებოდეს ტურნირზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ მე-3 ტურის
დაწყებამდე.

ღია ტურნირებში 1-5 ადგილზე და გოგონათა შორის 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეების
მწვრთნელების ქულათა შედეგების შეჯამება მოხდება შემდეგი პრინციპით:

(მოსწავლის მიერ ორ ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მწვრთნელს ჩაეთვლება უმაღლესი
ადგილის ქულა)

I ადგილი – 10 ქულა
II ადგილი – 8 ქულა
III ადგილი – 6 ქულა
IV ადგილი – 4 ქულა
V ადგილი – 2 ქულა

ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული 5 მწვრთნელი დიპლომთან ერთად
დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.

ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეწერება წაგება.
ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო
კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის
ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან
დაუბრუნდება.

19 და 20 აგვისტოს, ასევე გაიმართება ღია რეიტინგ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში.
დასაწყისი 17:00 სთ.

19 აგვისტოს გაიმართება ღია ბლიც ტურნირი 8,10 და 12 წლამდე კატეგორიებში;
20 აგვისტოს – ღია ბლიც ტურნირი.

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
აუცილებლობის შემთხვევაში, რეიტინგის დათვლას, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის
კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

ბლიც ტურნირის სატურნირო შესატანია 10 ლ.

ბლიც ტურნირის პრიზები:
ასაკობრივ ტურნირებში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება სიგელით, მედლითა და ფასიანი
საჩუქრით, ასევე სამივე ასაკში გამოიყოფა 1 საუკეთესო შედეგის მქონე გოგონა. ჩემპიონს ასევე
გადაეცემა თასი.

ღია ბლიც ტურნირში გამარჯვებული სამული დაჯილდოვდება სიგელით და მედლით, ჩემპიონი
ასევე თასით. ტურნირში ასევე გამოიყოფა 1 გამარჯვებული ქალთა შორის.

ფულადი ჯილდო:
(პრიზები დაიქვითება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად)

  • I ადგილი – 300 ლ.
  • II ადგილი – 200 ლ.
  • III ადგილი – 150 ლ.
  • I ადგილი ქალთა შორის – 150 ლ.

ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია.

ტურნირის მთავარი მსაჯი: საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფიდეს არბიტრი – ლეონიდ ნეურონოვი.