საჭადრაკო ფესტივალის ”ბათუმი-2020” და აჭარის ჩემპიონატების გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

22-28 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ერთკვირიანი საჭადრაკო ზეიმი შედგა. პანდემიიდან გამომდინარე, რამოდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით სასტუმროში ”მიმინო” განახლდა ცოცხალი ტურნირები.

დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს: საერთაშორისო დიდოსტატმა დავით მაღალაშვილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიგა ყუფარაძემ და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია კაკუშაძემ.

საჭადრაკო ფესტივალის ”ბათუმი-2020” ჩემპიონები:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის – დანიელ ღონიაძე, (სამტრედია, მწვრთნელი – ბესო ლეჟავა)

8 წლამდე გოგონათა შორის – ანი ყალიჩავა, (ქობულეთი, მწვრთნელი – ამირან მჟავანაძე)

10 წლამდე ჭაბუკთა შორის – დემეტრე გოგიაშვილი, (ბათუმი, მწვრთნელი – ალექსი ტერ -კარაპეტიანი)

10 წლამდე გოგონათა შორის – ბარბარე აშოთია, (ქუთაისი, მწვრთნელი – გია მენაბდე)

12 წლამდე ჭაბუკთა შორის – ალექსანდრე მსხალაძე, (ბათუმი, მწვრთნელი – ვახტანგ ბასილაძე)

12 წლამდე გოგონათა შორის – მარიამ ცეცხლაძე, (ბათუმი, მწვრთნელი – ლეონიდ ნეურონოვი)

14 წლამდე ჭაბუკთა შორის – მათე სილაგაძე, (ხონი, მწვრთნელი – რაფიელ ჩარგეიშვილი)

14 წლამდე გოგონათა შორის – ეკატერინე ცივაძე. (ქობულეთი – ლეონიდ ნეურონოვი)

აჭარის ჩემპიონები:

10 წლამდე ჭაბუკთა შორის – დემეტრე გოგიაშვილი, (ბათუმი, მწვრთნელი – ალექსი ტერ -კარაპეტიანი)

10 წლამდე გოგონათა შორის – მარიამ კალანდაძე, (ბათუმი, მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე)

14 წლამდე ჭაბუკთა შორის – გიორგი გაბუნია, (ბათუმი, მწვრთნელი – ვახტანგ ბასილაძე)

14 წლამდე გოგონათა შორის – ლიზი ქონიაძე. (ბათუმი, მწვრთნელი – ლეონიდ ნეურონოვი)

მწვრთნელთა ნომინაციაში გამარჯვებულები:

  1. ადამ ხუხუნაიშვილი – ლანჩხუთი,
  2. ლეონიდ ნეურონოვი – ბათუმი,
  3. ამირან მჟავანაძე – ქობულეთი,
  4. ნინო წიტაიშვილი – ოზურგეთი,
  5. ტარიელ ხუხუნაიშვილი – ლანჩხუთი.