საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2021” – გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 21-28 ივლისს, ჭადრაკის ყოფილ სასახლეში ”კაისა” მიმდინარეობდა ღია საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2021” 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში: 8,10,12,14 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჯამში მონაწილეობას ღებულობდა 133 მონაწილე.

ტურნირის დებულების თანახმად, ყველა კატეგორიაში გამოვლინდა 5 გამარჯვებული ჭაბუკი და გოგონა, ასევე დაჯილდოვდა 5 საუკეთესო მწვრთნელი. 20 წლამდე ღია ტურნირში ასევე გამოიყო 1-1 საუკეთესო შედეგი 16 და 18 წლამდე ასაკში.

რეიტინგ ტურნირის გამარჯვებული და ფესტივალის დამფუძნებლის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას სახელობის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ზურა გონგლიაშვილი!

8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. იოანე სვანიძე
  2. ნიკოლოზ შანიძე
  3. დავით ახვლედიანი
  4. სანდრო სახელაშვილი
  5. ლუკა სახოკია

8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ბარბარე შონია
  2. ანასტასია ბასილაძე
  3. ანა ბელთაძე
  4. ნუცა ამირაჯიბი
  5. ანანო მიქელაძე

10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. დანიელ ღონიაძე
  2. დავით ჩანქსელიანი
  3. ალექსი ინაური
  4. მათე ლომია
  5. ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი

10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ბარბარე აშოთია
  2. ნინი წივწივაძე
  3. მარიამ ნუკრაძე
  4. მარიამ ცაციაშვილი
  5. თეკლა არსენიძე

12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. გიორგი ჭანტურია
  2. გიორგი გოგიაშვილი
  3. ალექსანდრე ქურდაგია
  4. სარგის ლალაიანი
  5. სარგის ეპრიკიანი

12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ლიზი ვასაძე
  2. ანა აბოვიანი

14 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. ერვანდ ოჰანიან
  2. ალექსანდრე გოგია
  3. მათე სილაგაძე
  4. საბა კაკულია
  5. ალექსანდრე მსხალაძე

14 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ნათია ვასაძე
  2. ლიზი ვასაძე
  3. ნინი კეკელიძე
  4. ნინი ხილაძე
  5. ლიზი სირაბიძე

20 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. ზურა გონგლიაშვილი
  2. დავით ცქიფურიშვილი
  3. ლაშა კაჭკაჭიშვილი
  4. გიორგი ელაშვილი
  5. დავით თათვიძე

20 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. დეა ბედოშვილი
  2. დიანა ქუთელია
  3. ლულუ დიასამიძე
  4. ნინო ჟღენტი
  5. მარიამ ცეცხლაძე

18 წლამდე ჭაბუკთა შორის – თორნიკე წერეთელი

18 წლამდე გოგონათა შორის – ეკატერინე ფიფია

16 წლამდე ჭაბუკთა შორის – გიორგი წანაწყენიშვილი

16 წლამდე გოგონათა შორის – კესარია მგელაძე

მწვრთნელთა კონკურსში გამარჯვებულები:

  1. ოთარ დოლიძე
  2. ზურა ლიფონავა
  3. ნინო წიტაიშვილი
  4. ალექს ტერ-კარაპეტიანი
  5. ინგა კიკვიძე

ტურნირის დახურვის ცერემონიაზე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ქ-მა სალომე მელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კომპანია”ორბი ჯგუფის” დამფუძნებელს ბატონ ზაზა ზოიძეს და გენერალურ დირექტორს – ბატონ  ირაკლი  კვერღელიძეს საჭადრაკო ფესტივალის ჩასატარებლად ფართისა და ინვენტარის გამოყოფისთვის.

ტურნირის ფოტო კოლაჟი:

რეიტინგ ტურნირის გამარჯვებული და ქეთევან მუხაშარიას სახელობის
სპეციალური პრიზის მფლობელი ზურა გონგლიაშვილი!
კომპანია ”ორბი ჯგუფს” ფესტივალის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.