საქართველო – პოლონეთი – 25 -11!

საქართველოსა და პოლონეთის ქალ მოჭადრაკეთა მეგობრული მატჩი ჩვენების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა!

20-22 ნოემბერს საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com მანდილოსნებმა ითამაშეს სწრაფი და ელვისებური ჭადრაკი, რომელიც 12-12 პარტიისგან შედგებოდა. დროის კონტროლი: 10+10 და 3+2. თითოეულ მატჩში 6-6 მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ორივე ტურნირი ქართველთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა: რაპიდი – 17- 7, (პირადი ქულები – 40.5 – 31.5) ბლიცი – 8 – 4, (პირადი ქულები – 41 – 31) საერთო ჯამში კი ანგარიშით 25 – 11. (პირადი ქულები – 81.5 – 62.5)

პირად ჩათვლაში 17 ქულით ტურნირში საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს წარმომადგენელმა ლელა ჯავახიშვილმა!

საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:

  1. ნანა ძაგნიძე
  2. ლელა ჯავახიშვილი
  3. ნინო ბაციაშვილი
  4. მერი არაბიძე
  5. სალომე მელია
  6. სოფიკო ხუხაშვილი

პოლონეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:

  1. მონიკა სოჩკო
  2. კარინა სიფკა
  3. იოლანტა ზავადკა
  4. ივეტა რახლიჩი
  5. კლაუდია კულონი
  6. იულია ანტოლაკი
  7. ალისია სლივიჩკა