საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2023 წლის საანგარიშო ყრილობა

10 დეკემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2023 წლის საანგარიშო ყრილობა გაიმართა.

ყრილობის დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წესდებით გათვალისწინებული ფედერაციის პრეზიდენტის 2023 წლის საანგარიშო მოხსენება გახლდათ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა ვრცლად ისაუბრა 2023 წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოზე, განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ გეგმებზე.

ყრილობის მონაწილე დელეგატებმა ფედერაციის მუშაობა წარმატებულად შეაფასეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.