საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ონლაინ ტურნირების ჩატარება დაიწყო

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტურნირებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

ტურნირები იმართება ელვისებურ ჭადრაკში, შვეიცარული სისტემით. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ: www.chess.com და გაწევრიანდეთ ფედერაციის მიერ შექმნილ ‘ონლაინ კლუბში’:  Georgian Chess Federation. რეგისტრაციაში აუცილებელია რეალური ვინაობის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პირველ ონლაინ ტურნირში ბათუმელმა მოჭადრაკემ ირაკლი ახვლედიანმა  III ადგილი დაიკავა.