საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8,10,12,14,16 და 18 წლამდე

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,10-13 სექტემებრს ქ. ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 10 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 14 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 16 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 18 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე.
ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

დროის კონტროლი:
სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე,
ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.
ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის
ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 2 წამის დამატებით.

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:
სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/1gK9itCS4Gdf42Bb9
ელვისებურ ჭადრაკში – https://forms.gle/QZeVwi1fnBdJ4LsC8
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი
“ქუთაისი” საბანკო ანგარიშზე ტურნირის საწევრო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
რეგისტრაციის ბოლო ვადაა:
სწრაფ ჭადრაკში – 2026 წლის 8 სექტემბრის 18:00 სათი.
ელვისებურ ჭადრაკში – 2026 წლის 11 სექტემბრის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 30 ლარი სწრაფ ჭადრაკში, 25 ლარი
ელვისებურ ჭადრაკში.

ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”. საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE63BG0000000576120700.
ბანკის კოდი BAGAGE22

ტურნირის განრიგი სწრაფ ჭადრაკში:

ელვისებურ ჭადრაკში:

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით .
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 599 92–96–87.