საქართველოს ჩემპიონატებიდან 10 და 16 წლამდე გოგონებში ბათუმელთა მონაგარში ოქროს და ბრინჯაოს მედლებია!

3-12 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატები 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

10 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7.5 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა ბათუმელი კესარია მგელაძე! მწვრთნელი – ნოკოლოზ მანაგაძე.

16 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით lll ადგილზე გავიდა ბათუმელი დეა ბედოშვილი! მწვრთნელი – ლ. ნეურონოვი

ტურნირში აჭარიდან ასევე მონაწილეობდნენ და ბოლო ტურამდე ღირსეულად იბრძოდნენ: მარიამ კალანდაძე 5.5 ქულა, სოფო ანთია 5 ქულა, ანეტა ქედელიძე 5 ქულა და დემეტრე გოგიაშვილი 5 ქულა.