საქართველოს ქალთა ნაკრები 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია!

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში 28 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართა.

ღონისძიების ორივე კატეგორია ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა უკრაინელებთან ერთად 18 მატჩ ქულით I – II ადგილები გაიყვეს, დამატებითი მაჩვენებლით კი ჩვენებურების მონაგარში ვერცხლის მედალია!

ქალთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია და მერი არაბიძე. კაპიტანი და მწვრთნელი – დავით ჯოჯუა, ასევე ილია კაკუშაძე და პაველ ალიანოვი.

ასევე აღსანიშნავია, რომ მეორე დაფაზე ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა ინდივიდუალური მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. 

ქალთა შორის გამარჯვებული I-XV გუნდი

ვაჟთა ტურნირშიც I-II ადგილების გაყოფა მოხდა, გამარჯვებული კი უზბეკისტანის გუნდი გახდა!

ქართველმა ვაჟებმა 14 მატჩ ქულით 27-ე ადგილი დაიკავეს. 4-ე დაფაზე ტურნირში ერთ-ერთი უმაღლესი შედეგი აჩვენა ლევან ფანცულაიამ, რომელმაც 10-დან 9 ქულა მოიპოვა.

ვაჟთა შორის გამარჯვებული I-XV გუნდი