საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-11 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება 3 კატეგორიად:

  • A – ქალთა წრიული ტურნირი სწრაფ ჭადრაკში აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ ნომინირებულ სპორტსმენთა მონაწილეობით;
  • B – ბლიც ტურნირი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის;
  • C – ქალთა ბლიც ტურნირი ყველა მსურველის მონაწილეობით;

ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

მონაწილენი:

საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

დროის კონტროლი:

  • A – ტურნირში თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 10 წამის დამატებით;
  • B – ტურნირში თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით;
  • C – ტურნირში თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

      რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/NLVkhhqn8pAAxrQv5

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2023 წლის 7 მარტი, 20:00 საათი.

რეგისტრაციის  ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

A – ქალთა წრიული ტურნირის განრიგი:

გახსნა    08 მარტი15:00 სთ.
I     ტური     08 მარტი15:30 სთ.
II    ტური     09 მარტი12:00 სთ.
III   ტური     09 მარტი13:00 სთ.
IV   ტური     10 მარტი12:00 სთ.
V    ტური     10 მარტი13:00 სთ.
VI   ტური     11 მარტი12:00 სთ.
VII   ტური     11 მარტი13:00 სთ.
დახურვა     11 მარტი15:00 სთ.

B – ბლიც ტურნირის განრიგი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

გახსნა    11 მარტი   11:30 სთ.
I     ტური     11 მარტი12:00 სთ.
II    ტური     11 მარტი12:20 სთ.
III   ტური     11 მარტი12:40 სთ.
IV   ტური     11 მარტი13:00 სთ.
V    ტური     11 მარტი13:20 სთ.
VI   ტური     11 მარტი13:40 სთ.
VII   ტური     11 მარტი14:00 სთ.
დახურვა     11 მარტი15:00 სთ.

                                                                      C – ქალთა ბლიც ტურნირის განრიგი:

გახსნა    08 მარტი   15:00 სთ.
I     ტური     08 მარტი15:30 სთ.
II    ტური     08 მარტი15:45 სთ.
III   ტური     08 მარტი16:00 სთ.
IV   ტური     08 მარტი16:15 სთ.
V    ტური     08 მარტი16:30 სთ.
VI   ტური     08 მარტი16:45 სთ.
VII   ტური     08 მარტი17:00 სთ.
დახურვა     08 მარტი18:00 სთ.

საერთო წესები:

პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება. 

  გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან  მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე  თასით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი.

      ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია