საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის I ლიგა დასრულდა

დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის I ლიგა. ტურნირი გაიმართა დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად წრიული სისტემით 2 წრედ. თითოეულ გუნდში წარმოდგენილი იყო 8 დაფა:

I-II დაფა – ღია (ნებისმიერი მოჭადრაკე);

III, IV დაფა – 16 წლამდე ;

V, VI დაფა – 12 წლამდე;

VII, VIII დაფა – 10 წლამდე.

აღმოსავლეთის და დასავლეთის ზონის გამარჯვებულები გახდნენ და უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს შემდეგმა კლუბებმა: თბილისის “ნტნ”, თბილისის “აზმაი”, ქუთაისის “ქუთაისი” და ფოთის “ნანა”.
ქ. ბათუმის მერიის კლუბი “ნონა” დასავლეთ ზონის შესარჩევ ტურნირში V ადგილზე გავიდა.

საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართება 17-20 დეკემბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში.

უმაღლესი ლიგის ნახევარფინალურ მატჩებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
თბილისის “ნტნ” – ფოთის “ნანა”
ქუთაისის “ქუთაისი” – თბილისის “აზმაი”