საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 19-28 აპრილს საჭადრაკო პლატფორმაზე www.tornelo.com ჩატარდება საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს
  • 12 წლამდე – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.   

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/2rZB1szFFwV1a9a77

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) ფოტო 3X4 ზე. ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 აპრილის 18:00 სათი.

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირების განრიგი:

ტ უ რ იდ ღ ე12 წლამდე8 წლამდე
ვებინარი და ტესტ ტურნირი18 აპრილი18:00-გოგონები
20:00-ჭაბუკები
ვებინარი და ტესტ ტურნირი19 აპრილი19:00
 გახსნა20 აპრილი17:3019:00
  I ტური20 აპრილი18:0019:30
  II ტური21 აპრილი18:0019:30
  III ტური22 აპრილი18:0019:30
  IV ტური23 აპრილი18:0019:30
  V ტური24 აპრილი18:0019:30
  VI ტური25 აპრილი18:0019:30
  VII ტური26 აპრილი18:0019:30
  VIII ტური27 აპრილი18:0019:30
  IX ტური28 აპრილი18:0019:30
შედეგების გამოქვეყნება29 აპრილი18:0018:00

გამარჯვებულები:

8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ რაპიდში ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის საგზური;

II ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ რაპიდში ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური.

ჩემპიონატზე დაითვლება მწვრთნელთა კონკურსის ქულები.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,  საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს  მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი.

კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.

მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან.

ჩემპიონატის მსვლელობის დროს, პარტიების მონიტორინგს სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე, განახორციელებს ღონისძიების სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქართველი და უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტებით;სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება მოჭადრაკის ტურნირიდან მოხსნის შესახებ საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;

სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1 წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ფიდეს შესაბამის კომისიას. ასევე მის მწვრთნელს მიეცემა შესაბამისი მითითება / გაფრთხილება.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com

მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი და ტესტ პარტიები:

8 წლის გოგონები – 18 აპრილი 18:00 საათი. Zoom-ის ბმული – https://us02web.zoom.us/j/87449508940…

12 წლის ჭაბუკები და გოგონები – 19 აპრილი 19:00 საათი. Zoom-ის ბმული –https://us02web.zoom.us/j/84022924339…

ვებინარზე დასწრება სავალდებულოა მონაწილეებისათვის, ასევე სასურველია მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე