საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ და სწრაფ ჭადრაკში 10 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელების ტრიუმფით დასრულდა!

1-6 დეკემბერს ჩატარდა საქალთველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირი მიმდინარეობდა chess.com ის პლატფორმაზე , შვეიცარული სისტემით 9 ტურად. აჭარიდან მონაწილეობას იღებდა 4 მოჭადრაკე.

სწრაფ ჭადრაკში დროის კონტროლი იყო 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით, ელვისებურში კი – 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ 10 წლამდე გოგონათა შორის ორივე ტურნირი ბათუმლების ტრიუმფით დასრულდა! კესარია მგელაძემ ორივე ტურნირში I ადგილი დაიკავა! მან სწრაფ ჭადრაკში 9-დან 7.5 ქულა დააგროვა, ელვისებურში კი 9-დან 7 ქულით გაიმარჯვა.

მარიამ კალანდაძემაც ორივე ტურნირში შეძლო ვერცხლის მედლების მოპოვება! მან სწრაფ ჭადრაკში 9-დან 7, ხოლო ელვისებურში 9-დან 6.5 ქულა დააგროვა.