საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-11 ივნისს, საჭადრაკო პლატფორმაზე  ternelo.com  ჩატარდება საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 10 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
  • 16 წლამდე – 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.   

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/cFh8sEk1VzvqXuDg9 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) ფოტო 3X4 ზე;  5) მშობლის მიერ ხელმოწერილი დებულების დანართი (თან ერთვის).

აჭარის რეგიონის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანისთვის (24 ლ.) ანგარიშის ნომერია: ს. ს. ’’ საქართველოს ბანკი’’,    ანგარიშის № GE95BG0000000363099200

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 მაისის 18:00 საათი.

 ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”, საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

ტურნირების განრიგი:

ტურირიცხვი16 წლამდე10წლამდე
ვებინარი და ტესტ ტურნირი1 ივნისი 18:00–გოგონები 20:00 ჭაბუკები
ვებინარი და ტესტ ტურნირი2 ივნისი19:00 
გახსნა3 ივნისი17:3019:00
I ტური3 ივნისი18:0019:30
II ტური4 ივნისი18:0019:30
III ტური5 ივნისი18:0019:30
IVტური6 ივნისი18:0019:30
Vტური7 ივნისი18:0019:30
VI ტური8 ივნისი18:0019:30
VII ტური9 ივნისი18:0019:30
VIII ტური10 ივნისი18:0019:30
IX ტური11 ივნისი18:0019:30
საბოლოო შედეგების გამოქვეყნება12 ივნისი18:0018:00

გამარჯვებულები:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის საგზური.

II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები, დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური.

III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები, დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,  საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს  მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1 წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ფიდეს შესაბამის კომისიას. ასევე მის მწვრთნელს მიეცემა შესაბამისი მითითება / გაფრთხილება.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com

მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი და ტესტ პარტიები:

10 წლამდე ასაკის ჭაბუკები  – 1 ივნისი – 20:00 საათი. Zoom-ის  ბმული 

Meeting ID: 891 9780 0653           Passcode: 966062

10 წლამდე ასაკის გოგონები  – 1 ივნისი – 18:00 საათი. Zoom-ის  ბმული

Meeting ID: 891 9780 0653           Passcode: 966062

16 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები – 2 ივნისი 19:00 საათი. Zoom-ის  ბმული 

Meeting ID: 891 9780 0653           Passcode: 966062

ვებინარზე სავალდებულოა მონაწილეების, მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე