საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 12 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

20-30 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გაიმართება 25-29 ოქტომბერს – საჭადრაკო პლატფორმაზე www.tornelo.com

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს, რომელთაც აქვთ ფიდეს აიდი.

12 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

18 წლამდე – 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;                                                         

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის 22 ოქტომბრის 18.00 საათამდე. ელ-ფოსტა:     საკონტაქტო პირი – ნატა ალავიძე, მობ:  558 11 86 83. ასევე, ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე –  https://forms.gle/VXfG4eaAHg7qJ67W8 2020 წლის 22 ოქტომბრის 18.00 საათამდე.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  22 ოქტომბრის 18.00 საათი.

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო   შესატანიდან.

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ტურნირის განრიგი: 

ტ უ რ ირ ი ც ხ ვი12 წლის ჭაბუკები და გოგონები18 წლის ჭაბუკები და გოგონები
ვებინარი და ტესტ ტურნირი24 ოქტომბერი18:0015:00
გ ა ხ ს ნ ა25 ოქტომბერი11:5014:50
I ტური25 ოქტომბერი12:0015:00
II ტური26 ოქტომბერი12:0015:00
III ტური26 ოქტომბერი13:3016:30
IV ტური27 ოქტომბერი12:0015:00
V ტური27 ოქტომბერი13:3016:30
VI ტური28 ოქტომბერი12:0015:00
VII ტური28 ოქტომბერი13:3016:30
VIII ტური29 ოქტომბერი12:0015:00
IX ტური29 ოქტომბერი13:3016:30
დ ა ხ უ რ ვ ა29 ოქტომბერი18:0018:00

გამარჯვებულები: I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ნოუთბუქებით. II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და  200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.   III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

2020 წლის 8-18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები.

საერთო წესები: ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება. მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია  სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,  საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს  მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი.

კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.

პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ;

მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის გლობალური პრობლემების გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ერთი ან რამოდენიმე პარტია. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ტურის გადადება.

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა: ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა – www.tornelo.com ტურნირის რეგისტრატორთან მოჭადრაკის დარეგისტრირების შემდეგ, 24 ოქტომბერს ყველა
მონაწილეს ელ-ფოსტაზე დაეგზავნება ონლაინ პლატფორმაზე გადასასვლელი ბმული, რომლის
შემდეგ თითოეული მათგანი შეძლებს ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებას.

ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირების და სხვა ტექნიკური საკითხების მონაწილეებისათვის გასაცნობად 24 ოქტომბერს გაიმართება ვებინარი და ტესტ ტურნირი: 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 15:00 საათზე
12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 18:00 საათზე

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.