საქართველოს ვაჟთა 80-ე ჩემპიონატი ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19-29 აპრილს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა 80-ე ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ ლევან ფანცულაიამ ჯერ კიდევ 8-ე ტურის დასრულების შემდეგ მოიპოვა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონის ტიტული!

ვაჟთა ფინალური ჩემპიონატის საგზური ბათუმიდან მხოლოდ 1 სპორტსმენს ჰქონდა მოპოვებული – საერთაშორისი ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე 9-დან 3.5 ქულით VIII ადგილზე გავიდა და ფულად ჯილდოსთან ერთად 2021 წლის მსოფლიო თასის შესარჩევის- ევროპის კონტინენტალური ონლაინ ჰიბრიდულ ტურნირის საგზური მოიპოვა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:

  • 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეს გადაეცა თასი და დასახელდა საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
  • 1-3 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ მედლები და დიპლომები, ასევე დაფინანსდებიან 2021 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე და დაიშვებიან 2022 წლის საქართველოს ვაჟთა  81-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
  • 1-8 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ ფულადი ჯილდო და დაიშვებიან 2021 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ევროპის კონტინენტალურ ონლაინ ჰიბრიდულ ტურნირში.