სალომე მელია აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს!

31 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.

ნომინირებულ 22 დელეგატთაგან კონფერენციას ესწრებოდა 19 პირი. დამსწრე დელეგატთა სრული მხარდაჭერით (რომლებიც ნომინირებულნი იყვნენ სპორტული ორგანიზაციების სახელმძღვანელო პრინციპიების რეკომენდაციების გათვალისწინებით), მომავალი 4 წლის ვადით ერთხმად იქნა არჩეული ფედერაციის ხელმძღვანელობა:

  • ფედერაციის პრეზიდენტი – სალომე მელია ;
  • ვიცე-პრეზიდენტი – თამარ მესხიძე;
  • გამგეობის წევრები: ლევან ჯიოშვილი, თემურ ვეკუა, ბაგრატ მჟავანაძე, იამზე ბოლქვაძე და დავით ხოსრუაშვილი;
  • გენერალური მდივანი – დიანა ქუთელია;

  • სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე – ლეონიდ ნეურონოვი, წევრები: თინათინ ბერიძე და თორნიკე კალანდაძე.

კონფერენციას დელეგატებთან ერთად ესწრებოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი და მედიის წარმომადგენლები.