საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები IV და V თანრიგზე

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხადაჭერით, 21-22 ოქტომბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 15 წუთი დამატების გარეშე.

ღონისძიებაში ასპარეზობდა 122 მონაწილე, აქედან V თანრიგზე – 97, ხოლო IV-ზე კი 25 მოჭადრაკე.

V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეებს, რომლებმაც დააგროვეს 7-დან 4.5 ქულა და მეტი, მიენიჭათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი, ხოლო IV თანრიგის ტურნირში, 7-დან 5 ქულისა და მეტის მფლობელს მიენიჭა IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.

V თანრიგის გამარჯვებული სამეული:

  1. ბოგდან პეტრაკოვ 7-დან 7 ქულა
  2. დანიილ ფოლალიევ 7-დან 6 ქულა
  3. ირაკლი ართმელაძე 7-დან 5.5 ქულა

IV თანრიგის გამარჯვებული სამეული:

  1. ნუგზარი ასკეროვი 7-დან 6.5 ქულა
  2. ილია აბულაძე 7-დან 5.5 ქულა
  3. დემეტრე მახარაძე 7-დან 5 ქულა

V თანრიგის 1 ბალი მიენიჭათ:

IV თანრიგის 1 ბალი მიენიჭათ: