საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  „შავი ზღვის დელფინი 2026“-ის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-21 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი 2026” გაიმართა.

ტურნირის მხარდამჭერები:

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ფესტივალის კატეგორიები:

  • A – 20 წლამდე ღია კატეგორია რეიტინგ ტურნირი
  • B – 12 წლამდე ღია კატეგორია 
  • C – 10 წლამდე ღია კატეგორია
  • D – 8 წლამდე ღია კატეგორია

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვალა ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართული იყო 100-მდე სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, უკრაინა, სომხეთი და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

8 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულნი:

  1. ჩარგეიშვილი მარიამ (7-დან 6 ქულა) მწვრთნელი: რაფიელ ჩარგეიშვილი
  2. ჩიტაია ონისე (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: გიორგი ელაშვილი
  3. ჩარგეიშვილი დავითი (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: რაფიელ ჩარგეიშვილი
  4. პოპიაშვილი დაჩი (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: გიორგი კიკილაშვილი
  5. მეტიკი ადრიანი (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: ალექსანდრე კოპილოვი

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. ბაიდოშვილი მარიამი (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: გიორგი კიკილაშვილი
  2. შაინიძე ნატა (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: ნესტან მახაჭაძე
  3. ხოზრევანიძე ნინა (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე

10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულნი:

  1. ერაძე ილია (7-დან 6 ქულა) მწვრთნელი: კობა გაფრინდაშვილი
  2. ონიანი გიორგი (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: ბაჩი დოლიძე
  3. ყუბანეიშვილი ანდრია (7-დან 5.5 ქულა)
  4. ბალაძე დაჩი (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ნოდარ ლორთქიფანიძე
  5. ბულკა ვიტალი (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ზოია ბონდარენკო

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. მამულაძე ანასტასია (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: რაფიელ ჩარგეიშვილი
  2. ქათამაძე ქრისტინე (7-დან 3.5 ქულა) მწვრთნელი: გია ჭუმბურიძე
  3. სოლომონიძე ემილი (7-დან 3.5 ქულა) მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე

12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულნი:

  1. გაფრინდაშვილი ანდრია (7-დან 6 ქულა) მწვრთნელი: ბექა ახალაძე
  2. ზაქარიაძე იოანე (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: შორენა მოდებაძე
  3. ონიანი გოჩა (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: იუზა დოლიძე
  4. გუშარაშვილი ოთარი (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ზურაბ დოლიძე
  5. თებიძე შალვა (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: გაიოზ ნიგალიძე

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. ალანია ლილუ (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ირაკლი გეთია
  2. მიგრიაული მარიამი (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი; ზაქარია დიდიმამიშვილი
  3. მელაძე ანასტასია (7-დან 3.5 ქულა) მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე

20 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულნი:

  1. ქედელიძე ანეტა (7-დან 5.5 ქულა) მწვრტნელი: გაიოზ ნიგალიძე
  2. პეტრაკოვ ბოგდან (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: ნოდარ ლორთქიფანიძე
  3. ჩივაძე ანდრია (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: დავით ბენიძე
  4. გოგიაშვილი დემეტრე (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი
  5. დოლიძე შოთა (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. ნაკაშიძე ნინი (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: ნესტან მახაჭაძე
  2. მალაზონია ანა (7-დან 3.5 ქულა) მწვრთნელი: ნათია ვაჩეიშვილი
  3. ლოზოვიჩ მილანიკა (7-დან 3 ქულა) მწვრთნელი: ჟანა ლაჟევსკაია

მწვრთნელთა კონკურსის გამარჯვებულნი:

  1. რაფიელ ჩარგეიშვილი
  2. ნესტან მახაჭაძე
  3. ბოლქვაძე იამზე
  4. გაიოზ ნიგალიძე
  5. ნოდარ ლორთქიფანიძე

ტურნირის დახურვის ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდნენ ფესტივალის ფარგლებში გამართული ბლიც ტურნირის “მამია ხარაზის თასი”-სა და “შოთა ჭურკვეიძის თასი”-ს პრიზიორები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის მამია ხარაზის ოჯახის წევრები და გამარჯვებულები შვილიშვილმა და შვილთაშვილმა სოფო და ანდრეა ხარაზებმა დააჯილდოვეს.

ყველა კატეგორიის გამარჯვებულნი დაჯილდოვდნენ: მედლთით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით, ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.

დახურვის ცერემონიის ფოტოკოლაჟი: