საერთაშორისო მეგობრული გუნდური ტურნირი III

7 მარტს,  საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მორიგი საერთაშრისო მეგობრული გუნდური ტურნირი გაიმართა.

ტურნირში წარმოდგენილი იყო 6 ქვეყანა: საქართველო, საბერძნეთი, ნორვეგია, თურქეთი, ბულგარეთი და კვიპროსი. სულ მონაწილეობას ღებულობდა 23 გუნდი. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან.

ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 6 ტურად, დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით.

საქართველოდან 3 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, აჭარის რეგიონის წარმომადგენლები „ბათუმის პაიკები”, ბათუმის “საჭადრაკო კლუბი ნონა” და სამეგრელოს „ფოთი”.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ”ფოთი”-ის გუნდმა III ადგილი დაიკავა, ”ბათუმის პაიკებმა” VI-X ადგილები გაიყო, ”ნონა”-მ კი XII.