საერთაშორისო მეგობრული გუნდური ტურნირი

31 იანვარს, საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის საერთაშრისო მეგობრული გუნდური ტურნირი გაიმართა.

ტურნირში წარმოდგენილი იყო 8 ქვეყანა: საქართველო, საბერძნეთი, ნორვეგია, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა, კვიპროსი და სერბეთი. სულ მონაწილეობას ღებულობდა 32 გუნდი. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან.

ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 6 ტურად, დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით. მონაწილეების მონიტორინგი ხდებოდა პროგრამა ზუმის მეშვეობით.

საქართველოდან 2 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, აჭარის რეგიონის წარმომადგენლები „ბათუმის პაიკები” და იმერეთის „ქუთაისი მაია”, სადაც ასევე 1 ბათუმელი სპორტსმენი იყო გუნდში, VI დაფაზე კესარია მგელაძე თამაშობდა.

„ბათუმის პაიკების” შემადგენლობა:

  1. გაბუნია გიორგი
  2. ცეცხლაძე მარიამი
  3. ქონიაძე ლიზი
  4. ლორთქიფანიძე გოგა
  5. ჟღენტი ნინო
  6. ცივაძე ეკატერინე

გუნდს კაპიტნობდა, საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია.

აღსანიშნავია ჩვენების წარმატებული თამაში. ისინი სასტარტო სიაში რეიტინგის საშუალო მაჩვენებლით 12 ნომერი იყვნენ, 32 გუნდიდან კი საბოლოოდ მათ საპატიო VI ადგილი დაიკავეს და რეიტინგით მათზე ძლიერი მეტოქეები ჩამოიტოვეს უკან.