საახალწლო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ‘’ბათუმის თასი – 2023’’

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხადაჭერით, 23-24 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საახალწლო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ‘’ბათუმის თასი – 2023’’ გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ღია და 8,10,12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.

  • ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოჭადრაკეს.
  • 12 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2011 წლის 1 იანვრიდან.
  • 10 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2013 წლის 1 იანვრიდან.
  • 8 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2015 წლის 1 იანვრიდან.

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
ღია კატეგორიაში დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/6BmZtXAs7jPBKQ6j9

საკონტაქტო მობ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 22 დეკემბრის 18:00 საათი.

სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
(დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში – 20 ლ.)

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

(სატურნირო შესატანის ჩარიცხვის დროს აუცილებელია მონაწილის სახელი-გვარის მითითება)

ტურნირის განრიგი:

ჩამოსვლის დღე22 დეკემბერიდრო
გახსნა23 დეკემბერი14:00
1 ტური23 დეკემბერი15:00
2 ტური23 დეკემბერი15:30
3 ტური23 დეკემბერი16:00
4 ტური23 დეკემბერი16:30
5 ტური23 დეკემბერი17:00
6 ტური24 დეკემბერი14:00
7 ტური24 დეკემბერი14:30
8 ტური24 დეკემბერი15:00
9 ტური24 დეკემბერი15:30
დახურვა                           24 დეკემბერი 16:30

პრიზები:

ღია კატეგორის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით, ჩემპიონს ასევე გადაეცემა თასი.

I ადგილი – 150 ლ.

II ადგილი – 130 l.

III ადგილი – 100 ლ.

ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი
პრიზით
.

I ადგილი – 100 ლ.

საუკეთესო შედეგის მქონე ვეტერანი დაჯლდოვდება დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით
.

I ადგილი – 100 ლ.

საუკეთესო შედეგის მქონე შშმ პირი დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით
.

I ადგილი – 100 ლ.

(პრიზები დაიქვითება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად)

8, 10 და 12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება
დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონს ასევე გადაეცემა თასი.

სამივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება საუკეთესო გოგონა და მასაც
გადაეცემა დიპლომი, მედალი და ფასიანი საჩუქარი.

პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
რამოდენიმე ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეებს შეუძლიათ 1
უმაღლესი პრიზის მიღება.

ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექსი ტერ-კარაპეტიანი