საახალწლო ტურნირის ერთპიროვნული გამარჯვებული ნინო ბაციაშვილი გახდა!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმში 18 დეკემბერს ვაჟთა და ქალთა შორის საახალწლო ბლიც ტურნირი”ბათუმის თასი” გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოვე სვლაზე 3 წამის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ 9-დან 8 ქულით, როგორც ქალთა, ასევე საერთო ტურნირის გამარჯვებული გახდა ნინო ბაციაშვილი!

ვაჟთ შორის გამარჯვებულები:

  1. ზვიადი ქამადაძე
  2. ჯამბული მახარაძე
  3. თედო ბოლქვაძე

ქალთა შორის გამარჯვებულები:

  1. ნინო ბაციაშვილი
  2. ლულუ დიასამიძე
  3. მარიამ კალანდაძე