საახალწლო ბლიც-ტურნირი ჭადრაკში ,,ბათუმის თასი’’

აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 15 დეკემბერს 14:00 სთ-ზე ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდება საახალწლო ბლიც-ტურნირი ჭადრაკში “ბათუმის თასი”.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება 3 ტურნირი: ღია, 14 წლამდე და 10 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს  შორის.

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით. თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 14 დეკემბერი.

ღია ტურნირში, საპრიზო სამეული დაჯილდოვდება დიპლომით და  ფასიანი  საჩუქრებით, გამარჯვებულს გადაეცემა ‘’ბათუმის თასიც’’.  ასევე გამოიყოფა ქალთა ნომინაციაც და დაჯილდოვდება საპრიზო სამეული. 8,10,12 და 14  წლამდე ჭაბუკებისა და გოგონების  კატეგორიებშიც  გამოიყოფა 3 – 3  საპრიზო  ადგილი, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით,  ხოლო საუკეთესო შედეგის  მქონე  1 გოგონა  და 1 ჭაბუკი  ყველა ასაკობრივ  კატეგორიაში,  დამატებით  დაჯილდოვდება  თასით. ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა საახალწლო საჩუქრები.