ონლაინ -ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 10 ივნისს, 13:00 საათზე, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com, გაიმართება აჭარის  ღია  ჩემპიონატი, ონლაინ -ტურნირი სწრაფ  ჭადრაკში   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის.

ტურნირი ჩატარდება  ონლაინ რეჟიმში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 5  ტურად.   მონაწილეების მონიტორინგი მოხდება პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. ლინკი დაიდება Chess.com-ის აჭარის ჭადრაკის ფედერაციის კლუბის გვერდზე.

Zoom-ის სარეგისტრაციო ბმული: https://zoom.us

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი  პარტიის ბოლომდე.

ტურნირში სათამაშოდ, მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ თავიანთი სახელითა და გვარით საჭადრაკო  პლატფორმაზე www.chess.com და შემდეგ გაწევრიანდნენ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის კლუბში – Adjarian Chess Federation.

იხილეთ ბმული: https://www.chess.com/club/adjarian-chess-federation

ტურნირის კენჭისყრაში გასაწევრიანებელი გრაფა გამოჩნდება თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე და მასში შეერთება (Join) შესაძლებელი იქნება თამაშის დაწყების ბოლო წუთამდე.

იხილეთ ბმული: https://www.chess.com/live#t=125168

ბმულზე გადასვლის დროს, აუცილებელია გავლილი გქონდეთ რეგისტრაცია chess.com-ზე და გახსნილი გქონდეთ თქვენი გვერდი.

გამარჯვებულები: I, II, III  ადგილზე  გასული მოჭადრაკეები (ქალები და ვაჟები  ცალ-ცალკე) დაჯილდოვდებიან  ფასიანი  საჭადრაკო  საჩუქრებით.

პარტიებზე განხორციელდება დაკვირვება chess.com – ის ‘ანტიჩითინგის’ სისტემით.